რატი ბრეგაძე - დღევანდელი დღე არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე

დღევანდელი დღე არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ, სამების საკათედრო ტაძარში, გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

მინისტრმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და მათ გამძლეობა უსურვა.

„დღევანდელი დღე არის თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე. დაღუპულია 8 ადამიანი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად გაიღო. მინდა მივუსამძიმრო მათ ოჯახებს და ვუსურვო დიდი გამძლეობა“, - განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ორი მაშველი, სასწრაფო დახმარების სამსახურის 2 ექიმი და სასაზღვრო პოლიციის 4 მფრინავი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს