„მრავალეროვანი საქართველო“ ფინანსთა სამინისტროს წერილით მიმართავს

საერთო-სამოქალაქო მოძრაობა „მრავალეროვანი საქართველო“ ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურს წერილით მიმართავს, რომლითაც 2021 წლის ქონების გადასახადის გადაუხდელობის გამო, დავალიანებების გადახდასთან დაკავშირებით, საქართველოს რეზიდენტ და არარეზიდენტ ფიზიკურ პირთათვის წარდგენილი/გაგზავნილი შეტყობინებების თუ საგადასახადო მოთხოვნების რაოდენობის შესახებ ინფორმაციას ქალაქების მიხედვით ითხოვს.

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მათი მიზანია დააზუსტოს, ხომ არ იკვეთება ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში დისკრიმინაციის ნიშნები ადგილობრივ მეწარმეთა მიმართ.

„აღნიშნული მიმართვის საფუძველი გახდა განსაკუთრებულად მაღალი ციფრი საგადასახადო საურავებისა და ჯარიმებისა, ბოლო ორი თვის განმავლობაში, რომლებიც ეკისრებათ, ან უკვე დაეკისრათ ხსენებულ რეგიონებში მცხოვრებ მოქალაქეებს, მათ შორის მეწარმეებს და ბიზნესმენებს.

„მრავალეროვანი საქართველო“ მიადევნებს თვალყურს და მონიტორინგს გაუწევს პროცესებს სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში, ასევე საქართველოს იმ რეგიონებში სადაც ეთნიკურ უმცირესობათა კომპაქტური დასახლებებია, რათა შემდგომ მიაწოდოს საზოგადოებას გადამოწმებული და დაზუსტებული ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა