ბექა დავითულიანი გუდაურში დაღუპულებზე - მათ ჰქონდათ ისეთი სამსახური, რომელიც ყოველდღიურად ითხოვდა გმირობას და მათ გმირულად დატოვეს ეს ქვეყანა

მათ ჰქონდათ ისეთი სამსახური, რომელიც ყოველდღიურად ითხოვდა გმირობას და მათ გმირულად დატოვეს ეს ქვეყანა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე მისვლის შემდეგ განაცხადა.

დავითულიანის განცხადებით, ამ გმირმა ადამიანებმა თავისი საქმის და ქვეყნის ერთგულება თავისი სიცოცხლით დაამტკიცეს.

“დღეს საქართველოსთვის ნამდვილად ტრაგიკული დღეა. თავის საუკეთესო შვილებს უკანასკნელ გზაზე აცილებს. მათ ჰქონდათ ისეთი სამსახური, რომელიც ყოველდღიურად ითხოვდა გმირობას და მათ გმირულად დატოვეს ეს ქვეყანა. თავისი საქმის და ქვეყნის ერთგულება დაამტკიცეს თავისი სიცოცხლით. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას. ერთ-ერთ მათგანთან ბავშვობაში მეგობრობა მაკავშირებდა”, - განაცხადა დავითულიანმა.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენი ჩამოვარდა, რასაც ბორტზე მყოფი რვავე პირის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულია ორი, სასწრაფო დახმარების სამსახურის 2 ექიმი და სასაზღვრო პოლიციის 4 მფრინავი.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს