მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა

მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა, იმ შემთხვევაში თუ ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარებს. შესაბამისი განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გაავრცელა.

„საკუთარი კანონმდებლობის ამგვარი გამოყენება, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, სენატორებისა და კონგრესმენების მიერ შესაძლოა საშინელ სასჯელად აღიქმებოდეს, რომელსაც შეუძლია აიძულოს რუსეთი იცხოვროს შეერთებული შტატების მიერ გამოგონილი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შესაბამისად.

გულუბრყვილოები. ამასთან ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ქმედება ბადებს უკუქმედებას და მსგავსი ნაბიჯის ლოგიკური შედეგი შეიძლება გახდეს დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა. ამით ვაშინგტონი რისკავს საბოლოოდ გადაკვეთოს ხაზი, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. ამას მოჰყვება მთელი რიგი შედეგებიც. ჩვენ მდგომარეობის განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ და თუ ვაშინგტონში წავლენ მოსკოვთან ურთიერთქმედების სრულ შეჩერებაზე, ჩვენ გადავიტანთ“,- განაცხადა ზახაროვამ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს