კლინიკა „ნიუმედის“ ოფთალმოლოგის ლიკა გურგენიძის ინფორმაციით, ოფთალმოლოგიური განყოფილება საშულებას იძლევა თანამედროვე აპარატურით მხედველობის ორგანოს ისეთი კვლევები ჩატარდეს, როგორცაა ვიზიომეტრია, რეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, ბიომიკროსკოპია, ოფთალმოსკოპია.
საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ინფორმაციით, აღნიშნულ კვლევებს, აქციის ფარგლებში, პირველადი პაციენტები შეძლებენ 40 ლარად ჩაიტარონ.
ოფთალმოლოგი, ლიკა გურგენიძე მოსახლეობას ურჩევს, ზაფხულის პირობებში განსაკუთრებული ყურადღებით იყვნენ და ჩივილების გაჩენის შემთხვევაში აუცილებლად მიმართონ ოფთალმოლოგს, რათა თავიდან აიცილონ გართულებები.
მისი თქმით, მაღალი ტემპერატურის მოქმედებით ხშირად ვითარდება ალერგიული კონიუქტივიტი და მშრალი თვალის სინდრომი. დამახასიათებელი ჩივილებია: წვა, ქავილი, ცრემლდენა, სიწითლე. ულტრაიისფერი სხივების ჭარბი ზემოქმედება იწვევს თვალის შიდა ოპტიკური არეების დაზიანებას, ხელს უწყობს კატარაქტის განვითარებას და სხვა. ამიტომ ზაფხულის ცხელ დღეებში რეკომენდირებულია მზის დამცავი სათვალეების მოხმარება.
„სერვისი ხელმისაწვდომია თბილისის მასშტაბით
ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 032 2 14 14 10
ან გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ონლაინ: რეგისტრაციისთვის მიყევით ბმულს http://www.newmed.ge/?page_id=426.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.