თამარ კორძაია - თუკი რამის გაკეთება გვინდა პარლამენტში, მათ შორის ევროკავშირის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, ეს “ოცნების“ გარეშე ვერ გაკეთდება, რადგან მათ აქვთ ყველაზე მეტი ხმა

თუკი რამის გაკეთება გვინდა პარლამენტში - მათ შორის ევროკავშირის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება, ეს “ქართული ოცნების“ გარეშე ვერ გაკეთდება - ვერც ერთი გადაწყვეტილება ამ შენობაში “ქართული ოცნების“ გარეშე ვერ მიიღება, რადგან მათ აქვთ ყველაზე მეტი ხმა პარლამენტში, - ეს განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ გააკეთა.

კორძაია საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების საკითხთან დაკავშირებულ სამუშაო ჯგუფში შევიდა. აღნიშნული ჯგუფი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ფარგლებში შეიქმნა. როგორც კორძაიამ აღნიშნა, 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ამ პროცესში “ქართული ოცნების“ მარტო დატოვება არ შეიძლება.

“იმ ექვს ადამიანს შორის ვარ, ვინც აღმასრულებელ ხელისუფლებას ყველაზე მეტი განცხადებით მიმართა. ამიტომ ძალიან კარგად ვიცი, რას ნიშნავს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერების საკითხი. საპარლამენტო რესპუბლიკაში აღმასრულებელი ხელისუფლება რეალურად ანგარიშვალდებული უნდა იყოს, არ უნდა იმიზეზებდეს კონფინდენციალურ საკითხებს და დეპუტატებს გაგზავნილ კითხვებზე ნორმალურ შინაარსობრივ პასუხებს უნდა აძლევდეს. საპარლამენტო კონტროლის გაძლიერება არის დემოკრატიის გაძლიერება. ამ საკითხებზე ბევრ მაქვს ნაფიქრი და როცა ახლა მუშაობა იწყება, ვფიქრობ, რომ ჩემი ცოდნა სამუშაო ჯგუფს გამოადგება. საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლო საკითხია“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია