საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე კვოტების ახლებურად განსაზღვრის თაობაზე იმსჯელეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის კომიტეტებში და მუდმივმოქმედ საპარლამენტო დელეგაციებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების ახლებურად განსაზღვრის თაობაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განმარტებით, კვოტების ხელახალი გადანაწილება საჭირო გახდა იმის გამო, რომ რამდენიმე დეპუტატმა ფრაქცია „ქართული ოცნება" დატოვა და ასევე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ზაალ უდუმაშვილს პარლამენტის წევრის სტატუსი ვადაზე ადრე შეწყდა.

„გთავაზობთ, რომ ყველა კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვროს 21 წევრით. ასეთი ცვლილება ხდება მაშინ, როდესაც ფრაქციების ან უფრაქციო დეპუტატების რაოდენობა იზრდება. რათა ყველა პოლიტიკურ სუბიექტს, მათ შორის უფრაქციო დეპუტატსაც ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა საპარლამენტო კომიტეტებში და დელეგაციებში ყოფნისა", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომიტეტის წევრებმა განხილულ საკითხებს მხარი დაუჭირეს.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს