არჩილ თალაკვაძე - მიხეილ სააკაშვილი პასუხს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგებს და არა იმის მიხედვით, პოლიტიკიდან დისტანცირებას როდის გადაწყვეტს

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკაში იქნება თუ არა ჩართული, ეს საქართველოს კანონმდებლობას ვერ შეცვლის - ის პასუხს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგებს და არა იმის მიხედვით, პოლიტიკიდან დისტანცირებას როდის გადაწყვეტს, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, პატიმრობაში მყოფი პირი არის თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს მის პატიმრობაზე ვერავითარ გავლენას მოახდენს.

მისივე თქმით, განცხადებები მიხეილ სააკაშვილის ქართული პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე ადვოკატების სტრატეგიაა, რაზეც თავად პარტია “ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ისაუბრა.

მიხეილ სააკაშვილი უკვე არის შემაფერხებელი ფაქტორი არა მხოლოდ ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომელთაც ის პოლიტიკურად აშანტაჟებდა, არამედ საკუთარი პარტიისთვისაც, სადაც იყო მცდელობები იმისა, რომ პოლიტიკა განახლებულიყო, მაგრამ სააკაშვილის გამო პარტია განახლებას და ახალი დღის წესრიგის ჩამოყალიბებას ვერ ახერხებდა.

როგორც ჩანს, დღეს ეს დისკუსია “ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ისევ აქტუალურია. ეს არის სტრატეგია თუ ტაქტიკა, რაც ადვოკატებმა თქვეს, ამის გამოძახილი.

რა პოლიტიკური დღის წესრიგიც არ უნდა ჰქონდეს სხვადასხვა პარტიას, რა პოლიტიკური ხედვაც არ უნდა იყოს პიროვნულ დონეზე, მთავარია, კანონის უზენაესობის პრინციპი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს