ანონსი  3 აგვისტო

3 აგვისტოს 10:30 საათზე, „ანტიკორუფციული მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორი ლაშა ფარულავა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრას გამართავს.

თემა; რუსული სანქცირებული საწვავის შესყიდვას თავდაცვის სამინისტროში.

3 აგვისტოს, 10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის სარჩელის - ,,ანტიკორუფციული მოძრაობის'' ხელმძღვანელი პირების ვასო ურუშაძის და ლაშა ფარულავას, წინააღმდეგ არსებითი განხილვა განახლდება და სასამართლოს ეზოში, ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები - ვასო ურუშაძე და ლაშა ფარულავა საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.

მის: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64

3 აგვისტოს, 11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ადგილი: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

3 აგვისტოს 11:00 საათზე, კახა კოჟორიძე "რედისონ ბლუ ივერიაში" ბრიფინგს გამართავს და თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელს შეიტანს და მოითხოვს, შპს “ემ თი ეი"-სა და საქართველოს მთავრობას ზიანის ანაზღაურების სახით 11 699 870 ლარის გადახდა დაეკისროს. ასევე, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას მიმართავს.

თემა: საქართველოს მთავრობისა და შპს “ემ თი ეის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იტალიური კომპანია „Demaclenko“ იწყებს

მის: „რედისონი“, დარბაზი 5

3 აგვისტოს, 11:00 საათზე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED) პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ,,სამართლიანი არჩევნები'' ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის ინტერესებს სასამართლოში დაიცავს. გიორგი ჩხაიძის დისკრიმინაცია ბათუმის თოჯინების სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის პროცესში მოხდა.

მის: ბათუმი, გორგასალის ქ. 65

საკონტაქტო: მადონა ბერიძე - 593 57 48 57

3 აგვისტოს, 11:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ახალ კვლევას - „საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე: რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა“ წარადგენს

მის: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" თბილისის ოფისი, დ.აღმაშენებლის #61

საკონტაქტო: 593 26 61 77

3 აგვისტოს, 12:00 საათზე, ომბუდსმენის ინსტიტუტთან დაკავშირებულ საკითხებზე შეხვედრა გაიმართება.

მის: მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

3 აგვისტოს, 12:00 საათზე, საპარლამენტო ოპოზიციის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავენ.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

3 აგვისტოს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები" სასტუმრო „Radisson Blu Iveria"-ში ექსპერტიული საზოგადოების მონაწილეობით, საკონსულტაციო კომპანია „ACT"-თან თანამშრომლობით, კვლევის: „საავტორო უფლებების ასოციაციებთან და აღრიცხვის სისტემასთან დაკავშირებული დამოკიდებულებები" პრეზენტაციას გამართავს.

მის: რესპუბლიკის მოედანი #1

საკონტაქტო : 599 29 12 02

3 აგვისტოს, 12:00 საათზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე საზოგადოებას მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას გააცნობს და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხებს.

შეხვედრა ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდსა და ფეისბუქზე - fb.com/NationalBankofGeorgia/ ლაივ რეჟიმში გაიმართება.

3 აგვისტოს, 13:00 საათზე, ქალაქის პროკურატურაში "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ლევან სამუშია მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაზარალებულად ცნობის შესახებ მოსმენების საქმეში განცხადებას შეიტანს.

მის: დიღომი.

3 აგვისტოს, 14:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს