ნენსი პელოსი - ამერიკის სოლიდარობა ტაივანის 23 მილიონი მოსახლისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ოფიციალურ ვებ-გვერდზე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ტაივანში ვიზიტი გამოხატავს აშშ-ის ურყევ მხარდაჭერას.

პელოსის თქმით, მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის.

„ჩვენი კონგრესის დელეგაციის ვიზიტი ტაივანში გამოხატავს ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ტაივანის ძლიერი დემოკრატიის მიმართ. ჩვენი ვიზიტი არის ჩვენი ფართო მოგზაურობის ნაწილი ინდო-წყნარ ოკეანეში - მათ შორისაა სინგაპური, მალაიზია, სამხრეთ კორეა და იაპონია. ვიზიტები მიზნად ისახავს ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავებას.

ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან ფოკუსირებული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ამერიკის სოლიდარობა ტაივანის 23 მილიონი მოსახლისადმი დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - ნათქვამია განცხადებაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია