სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს ესტუმრა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი,“ პრეზიდენტმა მის უწმინდესობას ილიაობის დღესასწაული მიულოცა“ და ასევე ესაუბრა ვატიკანში ჩატარებული ღონისძიების შესახებ, „ხაზი გაუსვა, რა ქართული კულტურის მაღალ დონეზე წარმოჩენის მნიშვნელობას“.

საპატრიარქო ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მწუხარება გამოთქვა გუდაურის ტრაგედიისა და სამთავისისა და კასპის ეპისკოპოს დამიანეს (ხუფენია) გარდაცვალების გამო.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს