იაგო ხვიჩია - სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია - ახლა ის არის პარალიზებული  წარმონაქმნი

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუჩნდება შანსი, გახდეს მართლა პარტია - ახლა „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარალიზებული ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც რიგი მიზეზების გამო ვერაფერს აკეთებს, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გააკეთა.

ხვიჩიას აზრით, სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა „უკიდურესად აუცილებელია“.

„ჩვენ ყველამ - პოლიტიკოსებმა და განსაკუთრებით მისმა თანაპარტიელებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლაში დავეხმაროთ. ეს ყველასთვის უკეთესი იქნება. თუ ჩვენ გვინდა ამ პოლარიზებულ ქვეყანაში შუღლის ჩამოგდების ნაცვლად მშვიდობა, უკიდურესად აუცილებელია, რომ მიხეილ სააკაშვილს პოლიტიკიდან წასვლის მიზნის მიღწევაში დაბრკოლებები არ შეექმნას“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს