ქუთაისის საერთაშორო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა

ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში სრულმასშტაბიანი გეგმური სწავლება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორო აეროპორტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სწავლებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის შესაბამისმა სამსახურებმა, საქაერონავიგაციის, იმერეთის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს,ქუთაისის საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების რეგიონალური ცენტრის წარმომადგენლებმა.

პრაქტიკული სწავლების დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილე ორგანიზაციის ჩართულობით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების უსაფრთხოებისა და ხარისხის მენეჯერმა თემურ ჩილინდრიშვილმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართა, სადაც მონაწილეებმა სწავლების შედეგები გააანალიზეს.

,,სრულმასშტაბიანი სწავლებები საქართველოს აეროპორტებში პერიოდულად, 2 წელიწადში ერთხელ ტარდება. სწავლების მიზანია აეროპორტში საგანგებო მდგომარეობის შემთხვევაში მონაწილე ორგანიზაციების და სამსახურების რეაგირების დროის დადგენა, ასევე საგანგებო სიტუაციებში მოქმედების გეგმით გათვალისწინებული პროცედურების კოორდინირებულად და ეფექტიანად წარმართვა”,- განაცხადა თემურ ჩილინდრიშვილმა.

„იმიტირებული სცენარის მიხედვით, ქუთაისის აეროპორტში თვითმფრინავი ავარიულად ეშვება, რის შემდეგაც აეროპორტში ცხადდება საერთო განგაში და იკრიბება საავარიო-ოპერატიული ცენტრი. მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის და ხელმძღვანელობს საავარიო სამაშველო მოქმედებს.

ფართომასშტაბიანი გეგმიური სწავლებისას ყველა შესაბამისი სამსახური სცენარის მიხედვით მოქმედებდა და საერთაშორისო სტანდარტები სწავლებისას მაქსიმალურად იყო დაცული. მომდევნო სწავლება უახლოეს მომავალში მესტიის თამარ მეფის სახელობის აეროპორტში გაიმართება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა