შალვა პაპუაშვილი - კარგია, თუ სააკაშვილი არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში ჩარევას, რაც შეეხება სასჯელს, არანაირი კავშირი მის პოლიტიკურ აქტივობასთან  არ აქვს

ძალიან კარგი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში ჩარევას, რადგან ყოველ დღე, როცა ის ჩვენს პოლიტიკაში ერეოდა, არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს,რომ ის ქართულ პოლიტიკაში აღარ ჩაერევა.

ამასთან, პაპუაშვილმა განმარტა, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას მის სასჯელთან კავშირი არ აქვს.

„ის თუ არ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში ეს, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ყოველი დღე, როცა ის ერეოდა ქართულ პოლიტიკაში, ის და მისი პარტია არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას, ვინაიდან ის არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე, ის გახლავთ უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის მქონე პირი. ეს ჩარევა პირდაპირ არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას. თუ ის აპირებს, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიოს ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება მის სასჯელს, არანაირი კავშირი მის პოლიტიკურ აქტივობასთან არ აქვს, მის სასჯელს კავშირი აქვს იმასთან, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, მის სასჯელს კავშირი აქვს იმასთან, რომ ვალერი გელაშვილი აცემინა. კიდევ მიდის საქმეები, რომლებსაც განვიხილავთ. აქ არაფერ შუაში არ არის ის პოლიტიკაში იქნება თუ არა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია