შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო ბარიერის დაწევა ცალკე საკითხია, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს - საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ

საარჩევნო ბარიერის დაწევა ცალკე საკითხია, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს - ეს ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახული საკითხი არ არის , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში დაწყებული პროცესი ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, ეუთო/ოდირის დასკვნების ანალიზსა და მის "საარჩევნო კოდექსში" ასახვას ითვალისწინებს.

“ჩვენ ჩვენს მიზანზე უნდა ჩამოვყალიბდეთ - თუ მიზანია, ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსის მიღება, მაშინ ამ საკითხს უნდა მივყვეთ. რაც შეეხება სხვა მიზნებსა და ინტერესებს, ასეთი შეიძლება ბევრი იყო. შეიძლება საარჩევნო ბარიერზე იყოს ინტერესი. "გირჩს" საქართველოს ეროვნულ ბანკზე აქვს მოსაზრებები... უბრალოდ, ეს არ არის პატიოსანი ჩვენი მოსახლეობის და ევროპული მომავლის წინაშე, რომ ჩვენ სხვა მიზნები და ინტერესები ჩავდოთ იმ კალათაში, რომელსაც ევროკავშირის გზაზე წინსვლა ჰქვია. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი - ერთია ევროკავშირის რეკომენდაციების დაკმაყოფილება და ამას უნდა მივყვეთ. სხვა საკითხები ევროკავშირის საკითხი არ არის. საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს