ანონსი 4 აგვისტო

4 აგვისტოს, 10:00 საათზე, თბილისის პროკურატურაში იურისტ დავით ჯანდიერის გამოკითხვავენ და სავარაუდოდ დაზარალებულად ცნობის დადგენილებას გააცნობენ.

თემა: საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ე.წ. „კრებსებს", რომელთა გარკვეული ნაწილი დავით ჯანდიერის ფარულ მიყურადებასა და თვალთვალს ასახავს, მათ შორის უკავშირდება მის მიერ ციანიდის საქმეზე გიორგი მამალაძის ინტერესების დაცვას სტრასბურგის სასამართლოში. დავით ჯანდიერის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაცა იცავს.

4 აგვისტოს, 11:00 საათზე, “საქართველოს ღია საზოგადოების ფონდში” პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: სამოქალაქო საზოგადოება 1-ელ აგვისტოს სასტუმროებიდან გამოსახლებული უკრაინის მოქალაქეების დასახმარებლად ფინანსური სახსრების მობილიზების კამპანიას იწყებს.

მის: ჭოველიძის 10

საკონტაქტო: ანა ტოკლიკიშვილი - 595 22 19 99

4 აგვისტოს, 12:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

4 აგვისტოს, 12:00 საათზე, პარტია „ანა დოლიძე-ხალხისთვის“ პარლამენტთან აქცია-პერფორმანსს „გაიღვიძეთ“ გამართავს.

თემა: გააპროტესტებენ პარლამენტის „უმოქმედობას იმ საკანონმდებლო წინადადებაზე“, რომელიც პარტიამ 19 აპრილს რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის აკრძალვასთან დაკავშირებით შეიტანა.

მის: საქართველოს პარლამენტის უკან (საშვთა ბიუროს მხრიდან)

საკონტაქტო - 598 43 30 23

4 აგვისტოს, 13: 00 საათზე, ზუგდიდში, სავაჭრო პალატა ადგილობრივ ბიზნესთან ღია დიალოგის ფორმატში შეხვედრას გამართავს.

მის: ზ.გამსახურდიას 45.სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია.

საკონტაქტო : 599 390 182 მაგდა

4 აგვისტოს, 14:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

4 აგვისტოს, 20:30 საათზე, კოალიცია „ინფორმაციის სანდოობისთვის“, პარლამენტის წინ, კამპანიაზე - „რუსეთს სურს ომი და არა დასავლეთს. დეზინფორმაცია შეურაცხყოფს გმირთა ხსოვნას" პრესკონფერენციას გამართავს.

საკონტაქტო: ნინო თოფურიძე - 599 46 89 99.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა