ირაკლი კობახიძე ომბუდსმენის არჩევაზე - ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ, კონსულტაციები დაგვჭირდება ოპოზიციის წარმომადგენლებთან - დღეს ვერცერთ სახელსა და გვარზე ვერ ვისაუბრებთ

„ქართული ოცნების“ ლიდერის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, სახალხო დამცველის პოსტზე კანდიდატის არჩევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ოპოზიციასთან ერთად უნდა იქნას მიღებული.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობა გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად ვერ მიიღებს.

„ამ თემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ ოპოზიციასთან ერთად. პარლამენტში ამ გადაწყვეტილებას 90 ხმა სჭირდება, აქედან გამომდინარე ჩვენ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ. კონსულტაციები დაგვჭირდება ოპოზიციის წარმომადგენლებთან , ამის შემდეგ ვისაუბრებთ კონკრეტულ კანდიდატებზე. დღეს ვერცერთ სახელსა და გვარზე ვერ ვისაუბრებთ“,- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის არჩევას კვალიფიციური უმრავლესობა - 90 ხმა სჭირდება. მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში გასდის.

შეგახსენებთ, რომ "რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, სახალხო დამცველის პოსტზე განიხილება თამარ ჩუგოშვილის და ზაზა ხუციშვილის კანდიდატურები. მედიაში ასევე ვრცელდება ინფორმაცია ნიკოლოზ თათულაშვილის კანდიდატურის შესახებაც.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს