მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველზე - ბევრი კანდიდატი დასახელდება, თუმცა საბოლოოდ, გარკვეული კონსენსუსის მიღწევა მოგვიწევს

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადებით, სახალხო დამცველის პოსტზე განიხილება თუ არა თამარ ჩუგოშვილის და ზაზა ხუციშვილის კანდიდატურები, ეს მისთვის უცნობია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, კიდევ ბევრი კანდიდატი დასახელდება მანამ, სანამ საბოლოოდ თანამდებობაზე ვინმე კონსენსუსის გზით შეირჩევა.

„შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ თამარ ჩუგოშვილსა და ზაზა ხუციშვილსაც კარგად ვცნობ, კიდევ ბევრი გვარი იქნება დასახელებული, სანამ კანდიდატზე შევჯერდებით. მოგეხსენებათ, 90 ხმა არის პარლამენტში ამისთვის საჭირო. ეს იმას ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, ვერც ფრაქცია „ქართული ოცნება“ სახალო დამცველის დამოუკდებლად არჩევას ვერ შეძლებს, ამისთვის გვჭირდება კონსენსუსი, კომპრომისი, აქედან გამომდინარე, მარტო ჩვენზე არ იქნება დამოკიდებული. ამიტომ, დღეს ჩვენ რაც არ უნდა გვარებზე ვილაპარაკოთ, ჩემი პასუხი რეალური არ იქნება, გვარებზე ვერაფერს გეტყვით, გარდა იმისა, რომ ბევრი კანდიდატი დასახელდება, თუმცა, საბოლოოდ, ჩვენ ამ მიმართულებით გარკვეული კონსენსუსის მიღწევა მოგვიწევს“,-განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ომბუდსმენის არჩევის საკითხი ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 რეკომენდაციას შორისაა. რეკომენდაცია ითვალისწინებს ახალ სახალხო დამცველად დამოუკიდებელი პირის დანიშვნას, რაც გამჭვირვალედ მოხდება, ამავე რეკომენდაციის მიხედვით, ომბუდსმენის სამსახური უნდა იყოს გავლენებისგან თავისუფალი.

ნინო ლომჯარიას ომბუდსმენის პოსტზე ვადა დეკემბერში ეწურება. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ახალი ომბუდსმენი პარლამენტმა 90 ხმით უნდა აირჩიოს, რაც იმას ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებას” ამ პროცესში ოპოზიციის ხმებიც დასჭირდება.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს