ირაკლი კობახიძე - დანილოვი არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი რუპორი

დანილოვი არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი რუპორი. ხშირად ვამბობთ, რომ ეს არის ჩვეულებრივ ომის რიტორიკა, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებას, რომლის თქმით, „თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, შეუძლია, საკუთარი მიწები დაიცვას“.

როგორც უმრავლესობის ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ომის რიტორიკა კონკრეტული ადამიანებისგან მოდის და ისინი ხელისუფლების ოპონენტებთან არიან დაკავშირებული.

„დანილოვი არის ჩვენი ოპონენტების ერთ-ერთი რუპორი. ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ეს არის ჩვეულებრივ ომის რიტორიკა, რაც კონკრეტული ადამიანების მხრიდან მომდინარეობს, რომლებიც დაკავშირებული არიან ჩვენს ოპონენტებთან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს ადამიანები გაემიჯნონ შესაბამის განცხადებებს. ყველასგან გამიჯვნა მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს ხშირად არ ხდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა უკრაინულ მედია24 Канал-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღესაც თვლის, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია დაიცვას საკუთარი მიწები.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს