მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, ანესთეზიის შემდეგ ბავშვს სუნთქვის დარღვევა დაეწყო და გული გაუჩერდა.
მათივე ცნობით, გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის შედეგად დადგინდება.
"ბავშვს საშარდე მილზე პედიატრიული უროლოგიური ოპერაცია უტარდებოდა. საწყის ნარკოზის ჩატარების შემდეგ რამდენიმე წუთში განვითარდა სუნთქვის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა და გულის გაჩერება", - აცხადებენ კლინიკაში.
ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ბავშვის დედის განცხადებით, 7 წლის ბიჭს ანესთეზიის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.