მამუკა ხაზარაძე  - საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - ეს იმ სცენარს ჰგავს, საქართველო ქართველების გარეშე რომ უნდა მტერს, გამოვფხიზლდეთ

საქმე ბევრად უფრო მძიმედ არის, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს, - ამის შესახებ „ლელოს“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია ნათქვამი.

ხაზარაძე რამდენიმე მიზეზს ასახელებს, რის გამოც, ფიქრობს, რომ ქვეყანაში ვითარება „უფრო მძიმედ“ არის, „ვიდრე ჩანს“.

"ისტორიულად ყველაზე დაბალ ნიშნულზე ვართ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით;

უიმედობის და უპერსპექტივობის გამო შრომისუნარიანი ქართველები მასიურად ტოვებენ საქართველოს და საშიში გზებით ემიგრაციაში მიდიან, მათ ადგილს კი აქ სხვები იკავებენ;

მცოცავი ანექსიის პირობებში ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულ ვიზიტორთა ნაკადი და მათ მიერ შეძენილი ქონება სრულიად უკონტროლოა;

საქართველოს ხელისუფლება დანაშაულებრივ უმოქმედობას იჩენს ამ პრობლემებისადმი და ქვეყნის გარეთ სტრატეგიულ პარტნიორებთან ეროვნული ინტერესების დამაზიანებელ დაპირისპირებაშია ჩართული;

ერთიანობაში ეს ყველაფერი ძალიან საშიშ სახეს იღებს;

ეს იმ სცენარს გავს - საქართველო ქართველების გარეშე - რომ უნდა მტერს.

გამოვფხიზლდეთ!

ხვალ შეიძლება გვიან იყოს!“,- წერს ხაზარაძე სოციალურ ქსელში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა