გიორგი ვაშაძე - ქვეყანას ადგილობრივი მოსახლეობისგან გაუდაბურება ემუქრება - „ქართული ოცნება“ ცდილობს, ევროკავშირს დაგვაშოროს, რუსეთთან პირისპირ დაგვტოვოს, ეკონომიკურად ჩამოგვკიდოს და გადაგვჯაჭვოს

ქვეყანას ადგილობრივი მოსახლეობისგან გაუდაბურება ემუქრება - მოხდება ისე, რომ რამდენიმე თვეში სამუშაო ადგილებს ჩამოსული ადამიანები დაიკავებენ, - ამის შესახებ „სტრატეგია“ აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთიდან შემოსული მოქალაქეების დიდი ნაწილი საქართველოში დამკვიდრებას აპირებენ და ამ პროცესის მართვა ბინადრობის მოწმობებით არის აუცილებელი.

„დღეს საქართველოში ნომერ პირველი პრობლემა არის ფასების კატასტროფული ზრდა, რუსების ვითომ ტურისტების თუ ტურისტების შემოსევა და უკონტროლოდ წასული მიგრაცია. დღეს ჩვენ ვართ კატასტროფულ ვითარებაში, რომ ფასები იმ დონეზე გაიზარდა, რომ სექტემბერში სტუდენტები თბილისში ბინის დაქირავებას ვერ შეძლებენ.

ეს არ არიან ტურისტები, ვინც შემოდიან. მათი დიდი ნაწილი არის გრძელვადიანი მიზნით შემოსული. ამას ამტკიცებს ის, რომ ისინი ბინებს ქირაობენ, უძრავ ქონებას ყიდულობენ და შესაბამისად, აქ დამკვიდრებას აპირებენ. დღეს „ლელოს“ სავიზო რეჟიმთან დაკავშირებით ინიციატივა ჰქონდა და ჩვენც - „სტრატეგია აღმაშენებელიც“ ვუერთდებით, მაგრამ თუ სავიზო რეჟიმი არა, აუცილებელი არის ბინადრობის მოწმობებით ამ პროცესის მართვა. მოხდება ისე, რომ რამდენიმე თვეში სამუშაო ადგილებს ჩამოსული ადამიანები დაიკავებენ. თუ ჩვენ მათ საქართველოში უკიდეგანოდ დარჩენის შესაძლებლობა მივეცით, ბინადრობის დროებითი მოწმობა თუ არ შემოვიღეთ, სამუშაო უფლების აღების ვალდებულება თუ არ მივეცით, ჩვენ ამ პროცესებს ვერ ვმართავთ. უფრო მეტიც, რამდენი დივერსანტი შემოდის ამ ადამიანებთან ერთად, რომლისგანაც საფრთხე აქვს ამ ქვეყანას, კაცმა არ იცის,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პრორუსულ ძალად ჩამოყალიბდა, რომლისთვისაც ხელისუფლების შენარჩუნების სცენარი ავტორიტარული რეჟიმის დამკვიდრებაა.

„დღეს „ქართული ოცნება“ არის პრორუსული ძალა, რომელიც მიზანმიმართულად ცდილობს ევროკავშირს დაგვაშოროს, რუსეთთან პირისპირ დაგვტოვოს, ეკონომიკურად რუსეთს მთლიანად ჩამოგვკიდოს და გადაგვჯაჭვოს. ასევე, მათი ერთ-ერთი ამოცანა არის, უარი თქვან ყველა დემოკრატიულ ცვლილებებსა და რეფორმებზე, რითაც ძალაუფლების გარანტირებულად შენარჩუნებას შეძლებენ,“ - აღნიშნა ვაშაძემ.

მან გადაცემაში ასევე უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ვაშაძე ამბობს, რომ ის უკრაინაში ჩასვლას აპირებს, შესაძლებლობის შემთხვევაში დანილოვს შეხვდება და ყველაფერს გააკეთებს, რომ მას ბოდიში მოახდევინოს.

„რას გადაგვეკიდა ეს კაცი კაცო? რა უნდა? ახლა 3 და 6 თვე „ქართული ოცნება“ დანილოვის ამ სიდებილეს ამ წამოროშვას, ამ ჩვენი ქვეყნისთვის საწინააღმდეგო განცხადებას ხელზე დაიხვევს და ამით ხალხს დააშინებს. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ დანილოვმა ბოდიში მოიხადოს და თავის სიტყვა უკან წაიღოს. მიხედოს თავის საქმეს და სადაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, იქ მკაფიოდ ჩვენ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ“,-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა, ოლექსეი დანილოვმა უკრაინულ მედია „24 Канал“-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დღესაც თვლის, რომ თუ საქართველო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს საკუთარ ტერიტორიებად მიიჩნევს, შეუძლია დაიცვას საკუთარი მიწები.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა