„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

4 აგვისტოს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, ირბახის ქუჩა N103-ის მიმდებარედ, წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ასევე დამონტაჟდება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს 4 აგვისტოს დილის 11:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 4 აგვისტოს დილის 11:00 საათიდან საღამოს 23:50 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება: ისნის რაიონში - ქეთევან დედოფლის გამზირს, მოსკოვის გამზირის ნაწილს, აწყურის, კაჩინსკის, დოესის, კოშკოვანის, ძევერის, გარეკახეთის, ცუცხვათის, დედოფლისწყაროს, თელავის, ბოჭორმის, მეტეხის, ჩეხოვის, ისნის, ფერიცვალების, ჯორბენაძის, სოლომონ ბრძენის, ღვინის აღმართის, დუტუ მეგრელის, მეტეხის აღმართის, იალბუზის, 300 არაგველის, ბოდბის, დოლაბაურის, პატარძეულის, უჯარმის, ალექსანდრე ახვლედიანის და მიმდებარე ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით - http://www.gwp.ge“, - ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო