ორფოლოს პოლიგონზე საარტილერიო სწავლება დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 24-ე საარტილერიო ბატალიონმა ორფოლოს პოლიგონზე ამოცანაზე ორიენტირებული სიტუაციური სწავლება საბრძოლო სროლებით ჩაატარა. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, დასკვნით წვრთნაში ბატალიონმა საარტილერიო ჯგუფებისა და საცეცხლე ბატარეების გადაადგილება და მიზნებზე საარტილერიო ცეცხლით ზემოქმედება განახორციელა.

„სწავლება ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ ეტაპზე ცეცხლის მართვის ცენტრებისა და საცეცხლე გათვლების ურთიერთშერწყმა განხორციელდა, მეორე ეტაპზე კი, ბატალიონის წვრთნა და შეფასება მოხდა. სწავლების ამოცანას საარტილერიო ბატალიონისა და საცეცხლე მხარდაჭერის ელემენტების კოორდინირებული მუშაობა წარმოადგენდა. დასკვნით სწავლებას დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია და ქვედანაყოფების მეთაურები დაესწრნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა