ისრაელის წამყვანი მედიასაშუალებების წარმომადგენლები საქართველოს ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით და ისრაელში საქართველოს საელჩოს ჩართულობით, საქართველოს ისრაელიდან მაღალრეიტინგული გამოცემების და ტელევიზიების ჟურნალისტები, აგრეთვე სოციალურ ქსელებში პოპულარული ბლოგერები ეწვივნენ.

ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

„პირველად ვარ საქართველოში და ძალიან მომწონს აქაურობა, საოცარი საჭმელი გაქვთ - ხინკალი, ხაჭაპური... ასევე საოცარი ბუნება და ხედები. თბილისი ძალიან საინტერესო ქალაქია. ვტკბებით ხედებით. აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში და ასევე ჩემს გამომწერებს ვურჩევ იმოგზაურონ საქართველოში და ბევრ რეკომენდაციას მივცემ მათ ჩემი ბლოგის საშუალებით“, - აცხადებს ბლოგერი ისრაელიდან იოჰან ნომადი.

ჟურნალისტები და ბლოგერები საქართველოს ტურისტული მიმართულების, კულტურის, ღვინისა და კულინარიის შესახებ სიუჟეტებს, სტატიებსა და ბლოგებს მოამზადებენ.

„ძალიან მიყვარს მოგზაურობა და პირველად ვარ საქართველოში, საოცარი ხედები გაქვთ და ძალიან სასიამოვნოა აქ დრონით გადაღება. ძალიან ლამაზი ქვეყანა გაქვთ და საოცარი კულინარია. დიდი მადლობა მასპიძლობისთვის. მართლაც ულამაზესი ქვეყანა გაქვთ“, - აცხადებს რონ კალმი - ფოტოგრაფი ისრელიდან.

პრეს-ტურის განმავლობაში ისრაელის მედიის 10 წარმომადგენელი და ბლოგერი თბილისს, მცხეთას, ანანურს, სტეფანწმინდასა და მუხრანს ესტუმრებიან.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეს-ტურის მიზანია ისრაელში საქართველოს ცნობადობის ამაღლება და ტურისტული ნაკადების მოზიდვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა