უროლოგიის ცენტრში გარდაცვლილი 7 წლის ბავშვის დედა - ბავშვი ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა, მითხრა ვიხრჩობიო, მე გარეთ გამომიშვეს, დამიღუპეს შვილი

უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს. დედის მაიკო ინჯგიას­ განცხადებით, ბავშვი ნარკოზის გაკეთების დროს გარდაიცვალა.

"ყველა ანალიზი ჩაუტარდა, ყველაფერი კარგად ჰქონდა. დილის 9:00 საათზე ოპერაცია უნდა ჩატარებულიყო. ნარკოზის გაკეთებისთანავე ცუდად გახდა ბავშვი, მითხრა ვიხრჩობიო. მე გარეთ გამომიშვეს, ასე იცის ნარკოზმაო. ექიმს დავაბარე ჩემი შვილი. შემდეგ დამიბარეს და მითხრეს, ქირურგიული ჩარევა მოხდა და გართულდაო. არანაირი ქირურგიული ჩარევა არ მომხდარა, ნარკოზის გაკეთების დროს დამიღუპეს შვილი. მე უნდა ვიცოდე რა დაემართა ჩემს შვილს",- განაცხადა მაიკო ინჯგიამ.

7 წლის ბიჭი, გუშინ უროლოგიის ეროვნულ ცენტრში გარდაიცვალა. ცხედარს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. ოჯახი გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას მოითხოვს.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს