ტაივანის ხელისუფლება ჩინეთის სამხედრო წვრთნებს „არალეგიტიმურს“ და „უპასუხისმგებლოს“ უწოდებს

ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთის სამხედრო წვრთნებს, რომელიც ტაივანთან ახლოს მიმდინარეობს, „არალეგიტიმური“ და „უპასუხისმგებლო“ უწოდა.

მათი ცნობით, ჩინეთი სამხედრო წვრთნებს კუნძულის გარშემო ექვს სხვადასხვა არეალში მართავს. ტაივანის მთავრობა აცხადებს, რომ წვრთნები გაეროს წესდებას არღვევს, ტაივანის ტერიტორიულ სივრცეში იჭრება და ტაივანისთვის თავისუფალი საჰაერო და საზღვაო ნავიგაციისთვის პირდაპირ გამოწვევას წარმოადგენს.

ასევე, ტაივანის კაბინეტის სპიკერმა განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ოფისის ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმები განხორციელდა.

ცნობისთვის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის საპასუხოდ ჩინეთის არმიამ კუნძულთან ახლოს მასშტაბური სამხედრო წვრთნები დაიწყო. მედიის ინფორმაციით, სამხედრო წვრთნები ადგილობრივი დროით 12:00-ზე დაიწყო და 7 აგვისტოს დასრულდება.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს