ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ყარაბაღში ამჟამად საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა ვითარება უკიდურესად დაძაბულია

ყარაბაღში, დაპირისპირების ზონაში ამჟამად საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, თუმცა ვითარება უკიდურესად დაძაბულია,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.

განცხადებას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„მიუხედავად იმისა, რომ მოცემულ მომენტში მთიან ყარაბაღში დაპირისპირების ზონაში აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ მიმდინარეობს, ვითარება მთიანი ყარაღის ხელისუფლების შეფასებით, უკიდურესად დაძაბულია“,- განაცხადა ფაშინიანმა მთავრობის სხდომაზე.

მისი თქმით, აუცილებელია მუშაობა დაძაბულობის შემცირების მიმართულებით.

ცნობისთვის, 3 აგვისტოს მთიან ყარაბაღში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო დაპირისპირება განახლდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს