ანა დოლიძის პარტიის წევრებმა პარლამენტთან პერფორმანსი გამართეს და კიტრის მწნილი, „ასპირინი” და პუტინის კარიკატურა მიიტანეს

პარტიის ,,ანა დოლიძე - ხალხისთვის” წევრებმა საქართველოს პარლამენტთან აქცია-პერფორმანსი გამართეს. მათ საკანონმდებლო ორგანოსთან კიტრის მწნილი და „ასპირინი” მიიტანეს, ნიშნად იმისა, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მათი კანონპროექტი, რომელიც 19 აპრილს წარადგინეს „დაამწნილა”.

ამასთან, მათ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის კარიკატურა მიიტანეს. პარტიის საკრებულოს წევრის ნინო წულაძის ინფორმაციით, საქართველოში 10 იანვრიდან 18 ივლისამდე რუსეთის მოქალაქეების მიერ 3040 უძრავი ქონება არის დამტკიცებული, აღნიშნული კანონპროექტით კი მოითხოვენ, რომ მათთვის უძრავი ქონების გასხვისება გარკვეული პერიოდით შეწყდეს.

"ეს არის ნათელი მაგალითი როგორ „დაამწნილა“ ხელისუფლებამ ჩვენი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ეხებოდა საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მიერ ეკონომიკური ოკუპაციის შეჩერებას. ჩვენი ინიციატივა ორი თვეა თაროზეა და არცერთი წინადადება არ გაგვიგია ხელისუფლებისგან, თუ როგორ აპირებენ ეკონომიკური ოკუპაციის დასრულებას”, - აღნიშნა ნინო წულაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს