სოფელ ბულაჩაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა გრძელდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ბულაჩაურში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სოფელში წყალმომარაგების ქსელი მოძველებული და ამორტიზებულია, წყლის არსებული დებიტი კი მოსახლეობის საჭიროებებს ვერ უზრუნველყოფს.

„პროექტის ფარგლებში სატუმბო სადგური, რეზერვუარები და წყალმომარაგების სრულიად ახალი სისტემა ეწყობა.

შედეგად, სოფელ ბულაჩაურის მოსახლეობა 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა