პროკრედიტ ბანკი  და  ეროვნული ბიბლიოთეკა  ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტებს იწყებენ

პროკრედიტ ბანკსა და საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას შორის, საგანმანათლებლო პროექტების მიმართულებით, თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილია სკვერის ბიბლიოთეკების მოწყობა, საქართველოს მასშტაბით. ასევე, საქართველოს ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში გერმანელების როლის ამსახველი დოკუმენტური მასალის მოძრავი გამოფენა.

„გერმანული ბანკი საქართველოში 23 წელზე მეტია საქმიანობს. პროკრედიტ ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული კომპანია, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო მიმართულების პროექტებს, როგორც საკუთარი თანამშრომლების, ასევე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის. ამ პროექტში ჩართულობა ბანკისთვის წიგნიერების ხელშეწყობისა და ევროპული ღირებულებების გაზიარების კიდევ ერთი შესაძლებლობაა.“- აღნიშნა პროკრედიტ ბანკის დირექტორმა, მარიტა შეშაბერიძემ.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, პროკრედიტ ბანკის თანამშრომლებმა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წიგნის მუზეუმი მოინახულეს.

(R)

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა