მეწარმეებისთვის ბიზნესის მხარდამჭერი საგრანტო პროექტების გაცნობა გრძელდება

საქართველოს სავაჭრო პალატის ორგანიზებით, ,,ღია დიალოგი ბიზნესთან“ ფორმატის ფარგლებში შეხვედრები გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სავაჭრო პალატა ავრცელებს

მორიგი შეხვედრა რეგიონის მეწარმეებთან ოზურგეთში გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში, ადგილობრივი მეწარმეები გაეცნენ მიმდინარე და დაგეგმილი ბიზნესის მხარდამჭერ საგრანტო პროექტებს. ასევე, მოეწყო პრეზენტაციები სოფლის განვითარების სააგენტოს, ,,აწარმოე საქართველოში’’, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს და საქართველოს საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრის პროგრამების შესახებ.

„ მეწარმეებმა მათთვის საჭირო კითხვებზე დეტალური ინფორმაცია მიიღეს. გარდა ამისა, ისაუბრეს ბიზნესის არსებულ გამოწვევებზე, რათა მოხდეს დონორებთან და შესაბამის უწყებებთან პრობლემური საკითხების მიტანა და ბიზნესის ხელშეწყობა.

სავაჭრო პალატა მეწარმეებთან მსგავსი ფორმატის შეხვედრებს იმერეთსა და სამეგრელოს რეგიონებში უახლოეს დღეებში გამართავს”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა