7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით უროლოგიის ცენტრის ექიმები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ - გამოძიება გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით მიმდინარეობს

7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით უროლოგიის ეროვნული ცენტრის ექიმები გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შს სამინისტრომ 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უროლოგიის ეროვნული ცენტრში 7 წლის ბავშვის გარდაცვალების საქმის შესწავლა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო კლინიკაში გუშინ შევიდა.

ინფორმაციისთვის, მანაგაძის სახელობის უროლოგიის ეროვნულ ცენტრში 7 წლის ბიჭი ანესთეზიის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. ოჯახის წევრები ექიმებს დაუდევრობაში ადანაშაულებენ. გარდაცვლილი ბავშვის დედის განცხადებით, 7 წლის ბიჭს ანესთეზიის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს