„ალდაგი“ - ალდაგში ავტომობილის მოდელზე მორგებული პირობებია

„ალდაგში“ ავტო დაზღვევის კამპანია გრძელდება - მათ, ვინც 30 სექტემბრამდე ავტომობილს „ალდაგში“ დააზღვევს, მანქანის მოდელის შესაბამის ფასსა და საჩუქრებს მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე, ცნობით, „ალდაგის“ ავტო დაზღვევა 360 გრადუსით ყველა შესაძლო რისკს ფარავს, რაც შეიძლება მანქანის ყოლას ახლდეს: ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ. „ალდაგის“ ავტო დაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან იმ შემთხვევაშიც დაიცავს, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც „ალდაგი“ უზრუნველყოფს.

„ზაფხული მძღოლებისთვის განსაკუთრებით დატვირთული სეზონია. შვებულებების გამო ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება უფრო აქტიურდება. ვცდილობთ, მშვიდ დასვენებაში მძღოლებს ხელი შევუწყოთ და დაზღვევის კონკრეტულ მოდელზე მორგებულ პირობებს ვთავაზობთ. ამჯერად მძღოლებმა უბრალოდ, საკუთარი მანქანის მოდელი უნდა გაგვიზიარონ და „ალდაგისგან“ინდივიდუალური პირობები და საჩუქრები მიიღონ“, - აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგი“, აქციის ფარგლებში, მომხმარებელს ავტომობილის რეცხვაზე, საწვავსა და ავტონაწილებზე ფასდაკლებებს სთავაზობს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს