„კლინიკა ნიუმედი“ პაციენტს ხუთ კარდიოლოგიურ კვლევას 85 ლარად ჩაუტარებს

„კლინიკა ნიუმედი“ პაციენტს ხუთ კარდიოლოგიურ კვლევას 85 ლარად ჩაუტარებს. ინფორმაციას "ნიუმედი" ავრცელებს.

მათივე ცნობით, „კლინიკა ნიუმედის“ კარდიოლოგიური განყოფილება საშუალებას იძლევა, აქციის ფარგლებში, თანამედროვე აპარატურით ისეთი კარდიოლოგიური კვლევები ჩაიტაროთ, როგორიცაა: კარდიოლოგის კონსულტაცია, ეკგ, გულის ექოსკოპია, კოაგულოგრამა, ლიპიდური ცვლა.

„კლინიკის კარდიოლოგის, დავით მალიძის თქმით, დაბალი სიმკვრივის ლიპიდების სიჭარბისას (მათ „ცუდ“ ლიპიდებსაც უწოდებენ) სისხლძარღვთა კედელში ცხიმოვანი ფოლაქები ყალიბდებიან, რომლებიც სისხლის დინებას აფერხებენ, რაც თავის მხრივ, გულის იშემიური დაავადებების და ინსულტის მიზეზი ხდება. ლიპიდების კონტროლი აუცილებელია შემდეგი რისკ-ფაქტორების დროს: სიგარეტის მოწევა, ასაკი მამაკაცში - 45 წელს ზევით, ქალებში - 55 წელს ზევით, გენეტიკური განწყობა, გულის იშემია, ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, ზედმეტი წონა, ალკოჰოლიზმი, ცხიმოვანი საკვების ჭარბი მოხმარება, ადინამია.

ჩამონათვალი ფართოა. საყურადღებოა ყოველდღიურ ცხოვრებაში რისკ-ფაქტორების გათვალისწინება. საჭიროა ცხოვრების უმოძრაო წესზე უარის თქმა, სუფთა ჰაერზე სეირნობა, შეძლებისდაგვარად ჯანსაღი საკვების და სითხის საკმარისი რაოდენობით მიღება.

აქცია პირველად პაციენტებზე ვრცელდება.

სერვისი ხელმისაწვდომია თბილისის მასშტაბით.

ვიზიტის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით 032 2 14 14 10, ან გაიარეთ წინასწარი რეგისტრაცია ონლაინ ბმულზე: http://www.newmed.ge/?page_id=426 “, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა