ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირს მოუწოდებს, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის და აღნიშნული ზომები სანქციების მომდევნო პაკეტში შეიტანონ

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ურმას რეინსალუ მოწოდებით გამოდის, შეწყდეს შენგენის ვიზების გაცემა რუსეთის მოქალაქეებისთვის.

Bloomberg-ის ცნობით, ესტონეთის პირველი დიპლომატი წინადადებით გამოდის, აღნიშნული ზომა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მომდევნო პაკეტში შეიტანონ.

რეინსალუმ დასძინა, რომ რუსეთი "უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურებას" ცდილობს.

მან მხარი დაუჭირა ლატვიის პოლიტიკას, სადაც ქვეყანაში შესულ რუსეთის მოქალაქეებს მოეთხოვებათ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, რითაც "შეჭრას გმობენ".

ცნობისთვის, ევროკავშირის ცალკეულმა წევრმა სახელმწიფოებმა, მათ შორის ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ჩეხეთმა, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების შეჩერების გარდა, რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვები დააწესეს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს