თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინაციის წამახალისებელი კამპანიის კუთხით ერთგვარი ინერტულობა და სტაგნაცია შეიმჩნევა, არ გვეყო ენერგია, რომ მუხტი შეგვენარჩუნებინა

არ გვეყო ენერგია, რომ ის მუხტი შეგვენარჩუნებინა, რომელიც ვაქცინაციის ხელშესაწყობად ადრე იყო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რას აკეთებს თავად სახელმწიფო ვაქცინაციის პროცესის წახალისებისთვის და ხომ არ მოდუნდა საზოგადოებასთან ერთად მთავრობაც.

ცერცვაძის თქმით, ვაქცინაციის გააქტიურებისთვის საინფორმაციო კამპანიის კუთხით „ერთგვარი ინერტულობა შეიმჩნევა“.

„ერთგვარი ინერტულობა მართლაც შეიმჩნევა. არ გვეყო ენერგია, რომ ის მუხტი შეგვენარჩუნებინა, რომელიც ადრე იყო ვაქცინაციაზე, თუმცა იმანაც მხოლოდ ნაწილობრივი შედეგი გამოიღო - მესამედია ვაქცინირებული. ვაქცინაციის მუხტი როგორმე უნდა ავწიოთ, განვაახლოთ ყველა საშუალებებით, იქნება ეს კომუნიკაციები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, იქნება ეს კარდაკარ სიარული, „ფლაერების“ დარიგება. როგორმე მოსახლეობა უნდა დავარწმუნოთ, რომ მათ ვაქცინა გაიკეთონ. პროცესის გარკვეული სტაგნაცია შეიმჩნევა.

ძნელი სათქმელია, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა. სახელმწიფოს, რაც შეუძლია აკეთებს. ვაქცინა შემოტანილია საკმარისი რაოდენობით, დღეისთვის საუკეთესო, ვაქცინაციის პუნქტები არის საჭიროზე მეტი გახსნილი, ძალიან იოლად ხელმისაწვდომია, არავითარი ბარიერები არ არის“, - განაცხადა ცერცვაძემ.

მან გადაცემაში ასევე ყირიმ-კონგოზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ინფექციით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა.

ცერცვაძის თქმით, საქართველოში მიმდინარე წელს, ყირიმ-კონგოს 44 შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის 3 პაციენტი გარდაიცვალა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა