ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიაზე - რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას

რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას - 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ომბუდსმენი პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არის ჩართული.

„წინა ქსენოფობიური კამპანიის დროს, რომელიც აგორდა „ნაცმოძრაობის“ მიერ, ჩვენი მოწოდებების მიუხედავად, 10 დღე დასჭირდა ნინო ლომჯარიას, ვიდრე გააკეთებდა განცხადებას ქსენოფობიასთან დაკავშირებით. მე შეგახსენებთ, რომ ეს არის სახალხო დამცველის პირდაპირი მოვალეობა. როდესაც ღვივდება დისკრიმინაციული კამპანია, ეთნიკური შუღლი, შოვინიზმი პირველივე წამებზე უნდა გამოეხმაუროს ამას სახალხო დამცველი. ეს ადამიანი პირდაპირ არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და უფრო მეტიც, ის პირდაპირ იყო ჩართული იმ კამპანიაში, რომლის ფარგლებშიც მოხდა მთავრობის გადადგომის მოთხოვნის წამოყენება. რეიტინგი არ აქვს, მაგრამ ცდილობს პოლიტიკოსობას. 7 დეკემბერს გასდის ვადა და საბოლოოდ შეიძენს იმ სტატუსს, რომელიც რეალურად არაფორმალურად დღესაც აქვს, ცდილობს იყოს პოლიტიკოსი და გახდება კიდეც დეკემბერში ალბათ, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ახალი სახალხო დამცველი ოპოზიციის და ხელისუფლების შეთანხმებით უნდა აირჩეს.

„ჩვენ ვერ გვეყოლება კანდიდატი. სახალხო დამცველი უნდა აირჩეს შეთანხმებით უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის და ამას სჭირდება ფართო კონსულტაციები. ეს კონსულტაციები დაიწყება სექტემბერში. ჩვენ ოპოზიციას შევთავაზებთ შერჩევის ინკლუზიურ პროცედურას, ამის შემდეგ ერთობლივად უნდა ჩამოვყალიბდეთ კანდიდატურაზე და შემდეგ პარლამენტი უყრის მას კენჭს“, - აღნიშნა კობახიძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე