სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიას სურსათის კვლევის ახალი მეთოდები დაემატება

სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიას სურსათის კვლევის ახალი მეთოდები დაემატება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ზუგდიდის ლაბორატორიაში გამართულ სამუშაო შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნინო ვიბლიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი დაესწრნენ.

შეხვედრაზე, მონაწილეებმა ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების მნიშვნელობისა და საჭიროების საკითხებზე იმსჯელეს; განიხილეს ლაბორატორიის შესაძლებლობების საკითხები. სურსათის კვლევის მიმართულებით ზუგდიდის ლაბორატორიაში იგეგმება: სალმონელას, მეზოფილურ აერობული და ფაკულტატური ანაერობებისა და ლისტერიას დიაგნოსტიკის მეთოდების დამატება.

„მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ იცოდეს, რა კვლევები ტარდება სოფლის მეურნეობის სახელმწიფო რეგიონულ ლაბორატორიებში. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური ჩართულობა, რათა ერთობლივი ძალებით შევუწყოთ ხელი ჩვენი პროდუქციის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოებას”, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ზუგდიდის ლაბორატორიაში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს და სოფლის განვითარების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოების და ზუგდიდის ლაბორატორიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს