ნინო ლომჯარია - კამპანია, რომ „სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს“,  მხოლოდ აძლიერებს და ზრდის სახალხო დამცველის რეიტინგს - არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ ვიტყვი

ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე, რატომ ცდილობენ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას?! - მათ ადგილზე, ასეთ თავდასხმას არ ვაწარმოებდი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან, მმართველი გუნდის წევრების მიერ მისი მისამართით გაკეთებული განცხადებების შეფასებისას განაცხადა.

როგორც ნინო ლომჯარია განმარტავს, სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და „არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ იტყვის“.

„მმართველი პარტიის მაღალი თანამდებობის პირები აქტიურ კამპანიას აწარმოებენ სახალხო დამცველის წინააღმდეგ. ჩემთვის გაუგებარი და აუხსნელია, თუ რატომ არის ასეთი კონცენტრაცია სახალხო დამცველის პერსონაზე, რატომ ცდილობენ თავდასხმებით მის დისკრედიტაციას?! რა თქმა უნდა, თუ ფიქრობენ, რომ სახალხო დამცველს რეიტინგი არ აქვს, მათ ვეტყოდი, რომ ეს კამპანია სახალხო დამცველის რეიტინგის გაზრდას ემსახურება. მათ ადგილზე, ასეთ თავდასხმას არ ვაწარმოებდი, ვფიქრობ, მხოლოდ აძლიერებს სახალხო დამცველს, მის რეიტინგს ზრდის. სახალხო დამცველი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და არცერთი პოლიტიკოსის შესაფასებელი და მისათითებელი არ არის, როდის რას და როგორ ვიტყვი“, - აღნიშნავს ლომჯარია.

გარდა ამისა, მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, როგორ შეაფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, ნინო ლომჯარია პოლიტიკაში მიდის. როგორც ის განმარტავს, მისთვის გაუგებარია ამ საკითხზე კობახიძის აღელვება რისი ნიშანია და დასძენს, რომ თავად გააკეთებს განცხადებას სამომავლო საქმიანობის შესახებ.

„რაც შეეხება ჩემს გეგმებს, მომავალი 4 თვე ძალიან დაკავებული სამუშაო რეჟიმი მაქვს. ჩემს მოვალეობას პირნათლად შევასრულებ. რაც შეეხება იმას, თუ რას გავაკეთებ ვადის ამოწურვის შემდეგ, ამის შესახებ თავად გავაკეთებ განცხადებას. არ ვიცი, ამ საკითხის მიმართ მათი აღელვება და ნერვიულობა რისი ნიშანია. როგორც ჩანს რაღაცაზე ნერვიულობენ“, - აღნიშნავს ლომჯარია.

ცნობისთვის "ქართული ოცნების" ,თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სახალხო დამცველზე, ნინო ლომჯარიაზე საუბრისას განაცხადა, რომ პოლიტიკურ პროცესებში პირდაპირ არის ჩართული და რეიტინგი არ აქვს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია