მარიუპოლის მერის მრჩეველი -  მედიკამენტებისა და სამედიცინო პერსონალის უკმარისობის გამო, საავადმყოფოებში ყოველი მეოთხე პაციენტი კვდება

რუსი სამხედრო ძალების მიერ დროებით ოკუპირებული მარიუპოლის საავადმყოფოებში მედიკამენტებისა და სამედიცინო პერსონალის უკმარისობის გამო, ყოველი მეოთხე პაციენტი იღუპება, - ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშენკომ განაცხადა.

„საავადმყოფოებში ფაქტობრივად, ყოველი მეოთხე პაციენტი კვდება. მედიკამენტები საკმარისი არ არის. პაციენტებს ცინიკურად სთავაზობენ მედიკამენტები აფთიაქებში შეიძინონ, რომლებიც ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის დე ფაქტო ლიდერთან, დენის პუშილინთან დაკავშირებულ ფირმებს ეკუთვნით“, - განაცხადა ანდრიუშენკომ.

მისივე თქმით, რუსი სამხედროებისთვის მეტ-ნაკლებად ნორმალური პირობების შესაქმნელად, ადამიანებს დერეფნებში ათავსებენ, სამედიცინო პერსონალის ნაკლებობის გამო კი ისინი ფაქტობრივად, უპატრონოდ არიან მიტოვებულები და აქედან გამომდინარეობს მსხვერპლის მაღალი მაჩვენებელი.

ამასთან, ანდრიუშენკომ განმარტა, რომ ინსულინდამოკიდებული ადამიანები მარიუპოლში ყველაზე მძიმე ვითარებაში არიან.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში