კახა ლაბუჩიძემ “არქიტექტურული პრემია 2022”-ის გამარჯვებული დააჯილდოვა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე მე-10 საერთაშორისო კონკურსის „არქიტექტურული პრემია 2022“-ის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალს დაესწრო. ამის შესახებ ინფორმაციას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

ღონისძიება „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციისა" და ჟურნალი „STYLE“-ის ეგიდით, მთაწმინდის პარკში, კლუბ “UNDERWHEEL”-ის საპრეზენტაციო დარბაზში მოეწყო.

მათივე ცნობით, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ კონკურსის ნომინაციაში გამარჯვებულს, "არქიტექტურული პრემია 2022"-ის ლაურეატის დიპლომი და პრემიის სიმბოლო, მცირე ფორმის სკულპტურა გადასცა.

კახა ლაბუჩიძის განცხადებით, კონკურსი ქალაქმშენებლობის, შენობების, საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი სივრცის, ინტერიერის დიზაინის სფეროს და სტუდენტურ არქიტექტურულ პროექტებს მოიცავდა. აღნიშნული კონკურსის მნიშვნელობა განსაკუთრებულია, რადგან იგი საერთაშორისოა და ყოველწლიურად ტარდება, არქიტექტურისა და დიზაინის სფეროში მოღვაწე პროფესიონალთათვის.

„განსაკუთრებით საგულისხმოა ის ფაქტი, რომ კონკურსში უკრაინის მოქალაქეები მონაწილეობდნენ და უკრაინაში საომარი მოქმედებების მიუხედავად, შესძლეს საინტერესო ნაშრომების წარმოდგენა. კონკურსის ორგანიზატორებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ეს ფაქტი და მათ, ვინც ვერ მოახერხა დაჯილდოების ღონისძიებაში მონაწილეობა, სატელეფონო ჩართვით ეცნობათ ლაურეატობის შესახებ. რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის დროსაც, უკრაინელი ერი ახერხებს საერთაშორისო კულტურული ღონინისძიების ეპიცენტრში იყოს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

„საერთაშორისო კონკურსი „არქიტექტურული პრემია 2022" საცხოვრებელი, საზოგადოებრივი სივრცის, შენობების, ინტერიერისა და დიზაინის, რესტავრაცია-რეკონსტრუქციის, ლანდშაფტური არქიტექტურის, ქალაქგეგმარებითი და სტუდენტური პროექტების სფეროს მოიცავდა. კონკურსის მიზანია საუკეთესო პროექტების წარმოჩენა და იმ არქიტექტორებისა თუ დიზაინერების გამოვლენაა, რომელთაც თავისი წვლილი შეაქვთ არქიტექტურის განვითარების საქმეში.

კონკურსი 2006 წელს დაფუძნდა და დღემდე შემოსული იყო 4000-მდე არქიტექტურული ნამუშევარი. ამ პერიოდში მრავალი მონაწილისთვის კონკურსში წარმატების მიღწევა, რეალურად, პირველი ნაბიჯი აღმოჩნდა შემოქმედებითი აღმავლობის და წარმატებულად თვითრეალიზაციის გზაზე.

თბილისის არქიტექტურული იერსახის და ინფრასტრუქტურის განვითარებაში ფასდაუდებელი ღვაწლისთვის, „საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის“ საპატიო ჯილდო გადაეცა პროექტის ავტორს, დეველოპერს და „აქსისის“ დამფუძნებელს, ალექსანდრე მეჟევიძეს და არქიტექტორებს: ნინო მოსულიშვილს, გეგა ასტახიშვილსა და ნიკოლოზ კილასონიას. საპატიო ჯილდო ასევე გადაეცა საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორს, საქართველოს საინჟინრო აკადემიის ნამდვილ წევრს, არქიტექტურის საერთაშორისო აკადემიის MAAM-ის წევრ-კორესპონდენტს, ადგილობრივი და საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის გამარჯვებულს, არქიტექტორს, ვლადიმერ ცინცაძეს, ხოლო ჟურნალი „STYLE“ სპეციალური პრიზი გადაეცა კავკასიის უნივერსიტეტის შენობის რეკონსტრუქციის პროექტს.

ნომინანტების დაჯილდოების ცერემონიალში მონაწილეობდნენ „არქიტექტურული პრემია 2022“-ის ორგანიზატორები, საქართველოს არქიტექტორთა ასოციაციის თავმჯდომარე, ჟურნალი „სტილის“ მთავარი რედაქტორი და საქართველოს უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლის, არქიტექტურისა და ინტერიერის დიზაინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო ლაღიძე, არქიტექტურული პრემიის დამფუძნებელი დიმიტრი მოსულიშვილი, წინა წლების ლაურეატები, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსი იოანე მენაბდე, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსი, თეიმურაზ ბოლოთაშვილი, კულტურის სამინისტროს ძეგლთა დაცვის სააგენტოს, კულტურული მემკვიდრეობის საბჭოს თავმჯდომარე, დავით აბულაძე და საქართველოს არქიტექტორთა კავშირის თავმჯდომარე ნუგზარ ხვედელიანი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს
უკრაინულმა კრიპტოვალუტის ბირჟამ WhiteBIT საკუთარი ტოკენის გაშვების შესახებ გამოაცხადა
ბაზისბანკის ფინანსური ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კონკურსის ფინალური შეხვედრა გაიმართა