ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის წესის პროექტის განხილვა გაიმართა

ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის წესის შესახებ გაფართოებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა საკანონმდებლო ცვლილების პროექტის განხილვა, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით.

„ გაეროს ქალთა ორგანიზაციის ტექნიკური მხარდაჭერით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაანალიზა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა კომპენსაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და საერთაშორისო პრაქტიკა.

აღნიშნული ანალიზის საფუძველზე, სამინისტრომ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს ჩართულობით მოამზადა ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტი.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა კაორი იშიკავამ და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაიამ. ასევე - საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ, პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში ნიკო თათულაშვილმა და საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ვლადიმერ კახაძემ.

მოწვეულ სტუმრებს ოჯახში ძალადობის ან/და ქალთა მიმართ ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის პროექტი, დეტალურად, გააცნო სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსმა, ირმა ალადაშვილმა, ხოლო მსხვერპლებისთვის კომპენსაციის გაცემის საერთაშორისო გამოცდილება, სტანდარტი და საუკეთესო პრაქტიკა მიმოიხილა გაეროს ქალთა ორგანიზაციის კონსულტანტმა, ირინა ლორთქიფანიძემ.

საქართველომ 2017 წელს მოახდინა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბულის კონვენციის) რატიფიცირება. კონვენციის 30-ე მუხლში მოყვანილი ვალდებულებები ასახულია საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში.

„ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-11 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით, 2023 წლის 1 იანვრამდე, უნდა დაამტკიცოს მსხვერპლისთვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობა და მისი გაცემის წესი.

შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. მონაწილეებმა დასვეს შეკითხვები და გამოთქვეს მოსაზრებები მათთვის აქტუალურ საკითხებზე, რაზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. ჯანდაცვის სამინისტრო, გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად, მზად არის მომავალშიც გააგრძელოს სახელმწიფო უწყებებთან და ყველა ქალთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებთან ღია და ნაყოფიერი თანამშრომლობა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას