მამუკა მდინარაძე - სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხოდ დამცველი

სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხოდ დამცველი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის, პარტიებისადმი ნინო ლომჯარიას მოწოდებას, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევისას დაიცვან ის სტანდარტები, რაც პროცესის გამჭვირვალობას გულისხმობს.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, 80 დეპუტატი დამოუკიდებლად ვერ აირჩევს სახალხო დამცველს, ამისთვის საჭიროა ოპოზიციასთან კონსენსუსი.

„სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახალხო დამცველი. საქართველოში, სამწუხაროდ არანაირი სახალხო დამცველი არ არის. ადამიანი, რომელიც მათ („ნაციონალური მოძრაობის“) ქსენოფობიურ კამპანიას ამართლებს, ამით აწარმოებს ქსენოფობიურ კამპანიას, სიტყვებს იგონებს გასამართლებლად.

80 დეპუტატი დამოუკიდებლად ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ და იმისათვის რომ სახალხო დამცველი ავირჩიოთ ბუნებრივია, კონსენსუსი გვჭირდება ოპოზიციასთან. იმედია, ამ არჩევას კომპრომისის გზით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მივაღწევთ",- განაცხადა მდინარაძემ.

ცნობისთვის, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია პარტიებს მოუწოდა, რომ ახალი სახალხო დამცველის შერჩევისას დაიცვან ის სტანდარტები, რაც პროცესის გამჭვირვალობას გულისხმობს.

როგორც ლომჯარია განმარტავს, არსებობს საერთაშორისო სტანდარტები, რომელიც სახალხო დამცველის აპარატს, სახელმწიფოს და პარლამენტს ავალდებულებს, რომ გარკვეულ სტანდარტებს და პროცედურებს ექვემდებარებოდეს მომავალი სახალხო დამცველის არჩევა.

ინფორმაციისთვის, მოქმედ სახალხო დამცველს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის დეკემბერში გასდის. სახალხო დამცველის არჩევას კვალიფიციური უმრავლესობა - 90 ხმა სჭირდება.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - დღეს ოპოზიციის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ისეთი საარჩევნო გარემოსთვის ბრძოლა, რომელშიც მონაწილეობას აზრი ექნება და კონკრეტული შედეგები მოჰყვება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო