მამუკა მდინარაძე - როცა ადამიანს მიახტები და ეტყვი: “რუსი რომ ხარ, ამიტომ ასე და ისე უნდა გიქნა“, ეს არის ქსენოფობიური დამოკიდებულება, სიბნელე და საშინელი გოიმობა

როდესაც გამოყოფ ადამიანს იმიტომ, რომ რუსი ან სხვა ეროვნებისაა, თუნდაც იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც ოკუპირებული აქვს ტერიტორიები და მხოლოდ ეროვნული ნიშნით მიახტები და ეტყვი - “რუსი რომ ხარ, ამიტომ ასე უნდა გიქნა და ისე”, ეს არის ქსენოფობიური დამოკიდებულება, სიბნელე და საშინელი გოიმობა,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, მდინარაძემ რუსეთის მოქალაქეების მიერ „დედაენის ბარზე“ სავარაუდო კიბერშეტევაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს დაგეგმილი პროვოკაცია იყო.

„ამ რაღაც ერთ ბარზე რომ ვკონცენტრირდით, დაგეგმილ პროვოკაციებს რომ აჰყვები და დიდი ენთუზიაზმით ქსენოფობიურ კამპანიას რომ დაახურავ ზემოდან ქუდივით, ხომ უნდა მიხვდე, ჭკუა ხომ უნდა ეყოთ (ჭკუა კი ყოფნით, უბრალოდ სპეციალურად აკეთებენ), რომ ამას არ აჰყვნენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა