ჯანდაცვის მინისტრი სააკაშვილზე - თუ კონკრეტული მიმართულების ექიმი სჭირდებათ, ან საზღვარგარეთიდან ვინმეს მოწვევა, ან სახელმწიფო კლინიკებში დამატებითი რეაბილიტაცია, თუ მოგვმართავენ, დავეხმარებით

„თუ კონკრეტული მიმართულების ექიმი სჭირდებათ, ან საზღვარგარეთიდან ვინმეს მოწვევა, ან სახელმწიფო კლინიკებში რაღაც დამატებითი რეაბილიტაცია მზად ვართ, თუ მოგვმართავენ დავეხმარებით, როგორც სხვა პატიმრის შემთხვევაში“,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც მინისტრი განმარტავს, ბოლო ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში უცხოელი ექიმების მონაწილეობასთან დაკავშირებით განაცხადი არ შესულა, ხოლო იმ შემთხვევაში თუ რეგულირების სააგენტოში შესაბამისი დოკუმეტები შევა, მას განიხილავენ.

„დახმარებას და ჩართულობას რაც შეეხება: თუ კონკრეტული მიმართულების ექიმი სჭირდებათ, ან საზღვარგარეთიდან ვინმეს მოწვევა, ან სახელმწიფო კლინიკებში რაღაც დამატებითი რეაბილიტაცია მზად ვართ, თუ მოგვმართავენ დავეხმარებით, როგორც სხვა პატიმრის შემთხვევაში. რაც შეეხება საზღვარგარეთიდან ექიმების მოწვევას, რამდენიმე კვირის წინ მკითხეს ჟურნალისტებმა, თითქოს რაღაც განცხადებაა შემოსული და ჩვენ ვაგვიანებთ განხილვას. ადვოკატები საუბრობენ, რომ რაღაც დოკუმენტაციებს თარგმნიან და რეგულირების საგენტოში შეიტანენ განაცხადს. რეგულირების სააგენტო გასცემს თანხმობას საქართველოში უცხოეთიდან მოწვეული ექიმების თანხმობაზე. თუ ასეთი თანხმობა სჭირდებათ და შესაბამის დოკუმენტაციას შემოიტანენ, განიხილავენ. გუშინდელი მდგომარეობით, მსგავსი დოკუმენტაცია არ ყოფილა შემოტანილი, სატელეფონო საუბარი იყო რომ შემოიტანდნენ დოკუმენტაციას“,- აღნიშნავს მინისტრი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა