დავით უსუფაშვილი - „ოცნება“ მშვიდობის სახელით ქვეყანას დიდი განსაცდელისკენ მიაქანებს - ეს არის სახელისუფლებო დეგრადაციის უმაღლესი ფორმა, როცა დედამიწის ზურგზე უკვე არაფერი გაინტერესებს

მშვიდობის სახელით ხელისუფლება ქვეყანას დიდი განსაცდელისკენ მიაქანებს - ეს პოლიტიკა, რომელსაც დღეს „ოცნება“ ატარებს და ადვოკატირებს, იქამდე მივიდა, რომ საკუთარი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიურ დამოკიდებულებებში ამხელს, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის სახელისუფლებო დეგრადაციის უმაღლესი ფორმა, როცა ხელისუფლების შენარჩუნების გარდა აღარაფერი გაინტერესებს.

„ჩვენ ქვეყანას ძალიან დიდი პრობლემა გვაქვს, იმიტომ, რომ სუსტი ხელისუფალი გვყავს. პირველიც, მეორეც, მესამეც და მეოთხეც. ხელისუფალის სისუსტე რაში გამოიხატება? როდესაც მას თავისი სახელისუფლებო ბერკეტები ყველაზე მეტად უღირს, იმიტომ რომ თავისი თავის რწმენა, თავისი ღირსების განაცხადი დაკარგა.

მშვიდობის სახელით ხელისუფლება ქვეყანას დიდი განსაცდელისკენ მიაქანებს, ოღონდ თვითონ როგორმე გადარჩნენ. იმიტომ რომ ეს პოლიტიკა, რომელსაც დღეს „ოცნება“ ატარებს და ადვოკატირებს, იქამდე მივიდა, რომ საკუთარ მოსახლეობას, რუსეთის მოქალაქეების მიმართ ქსენოფობიურ დამოკიდებულებებში ამხელს ანუ, იმაში, რასაც კრემლის პროპაგანდისტები ოცნებობენ. ეს არის უკვე სახელისუფლებო დეგრადაციის უმაღლესი ფორმა, როცა უკვე არაფერი გაინტერესებს დედამიწის ზურგზე, გარდა ხელისუფლების შენარჩუნებისა და თუ ვინმე ოპონენტია, თუ ვინმე ამაში გამხელს, თუ ვინმე ამაში გაკრიტიკებს, შინაური იქნება თუ გარეული, მზად ხარ ყველანაირი ცილი დასწამო. ეს ხელისუფლება მზადაა, ვაშინგტონსა და ბრიუსელს, რომელიც მათ აკრიტიკებენ, საქართველოში ომის გაღვივების მცდელობაში ცილი დასწამოს და მოსკოვს, რომელიც მათ ამაში აქებს, ყველა შესაძლო ფორმით გადაეფაროს და იქეთ თავისი უგუნურებით ამ ტიპის პლატფორმები მართლა სერიოზული პროვოკაციებისთვის შეუქმნან“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა