ღაზას სექტორში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, 10 ადამიანი, მათ შორის პალესტინის მებრძოლთა ჯგუფის უმაღლესი მეთაური დაიღუპა

ღაზას სექტორში, ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ მცირე 10 ადამიანი, მათ შორის პალესტინის მებრძოლთა ჯგუფის უმაღლესი მეთაური დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, ადგილობრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იერიშის შედეგად ათობით დაშავებულია.

სატელევიზიო მიმართვაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდმა განაცხადა, რომ „ისრაელმა უშუალო საფრთხის წინააღმდეგ ზუსტი კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარა“.

ცნობისთვის, ღამით ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ „პალესტინის ისლამური ჯიჰადის მოძრაობამ“ სამხრეთ ისრაელის მიმართულებით 80 რაკეტა გაისროლა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს