აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილის ინფორმაციით, ჩინეთი თავისი ბირთვული არსენალის 3-4-ჯერ გაზრდის გზაზეა

ახლა ჩინეთი თავისი ბირთვული არსენალის 3-4-ჯერ გამდიდრების გზაზეა. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივნისმოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში კოლინ კალმა ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების გადასინჯვის შესახებ გაეროს კონფერენციაზე განაცხადა.

მან ყურადღება გაამახვილა ჩინეთის მიერ ბირთული პოტენციალის სწრაფ მოდერნიზაციასა და დივერსიფიკაციაზე, ასევე მის მიერ იარაღის გამოყენებაზე მიმდინარე კვირას ტაივანის სიახლოვეს მიმდინარე წვრთნებში.

„ჩინეთი სწორედ ახლა არის ბირთვული არსენალის ძალიან სწრაფი ტემპით გაზრდის პროცესში“, - განაცხადა თავდაცვის მაღალჩინოსანმა.

მისივე თქმით, პენტაგონში იცნობენ ჩინეთის განცხადებებს სტრატეგიული სტაბილურობის განხილვის სურვილთან დაკავშირებით, მაგრამ ვაშინგტონში მიიჩნევენ, რომ ახლა პენტაგონი „მსგავსი სამუშაოსთვის“ მზად არ არის.

„ერთ-ერთი კარგი რამ, რაც ჩვენ დავინახეთ ტაივანის ირგვლივ განვითარებულ პროცესებში არის ის, რომ ჩინეთის მხრიდან ბირთვული საფრთხე არ იყო“, - განაცხადა კოლინ კალმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ პენტაგონს იმაზე მეტად არაფერი უნდა, ვიდრე ბირთვული იარაღის სრული ლიკვიდაცია მთელ მსოფლიოში.

„მიუხედავად უსაფრთხოების მიმდინარე გამოწვევებისა, ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს სხვა ბირთვულ სახელმწიფოებთან თანამშრომლობას, სადაც ეს შესაძლებელია, ბირთვული რისკების შესამცირებლად. ამერიკის შეერთებული შტატები გულწრფელად აღიარებს და ადასტურებს, რომ ბირთვული ომის მოგება შეუძლებელია და მისი წარმოება არასდროს არ შეიძლება. ჩვენ მოვუწოდებთ სახელმწიფოებს, ვისაც ბირთვული იარაღი აქვთ, ითანამშრომლონ შეერთებულ შტატებთან რისკის შემცირების ზომების მიმართულებით“,- განაცხადა თავდაცვის მაღალჩინოსანმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს