გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო რეინჯერთა მსოფლიო დღეს  აღნიშნავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დღეს, რეინჯერთა მსოფლიო დღეს დაგვიანებით აღნიშნავს.

უწყების ინფორმაციით, რეინჯერთა მსოფლიო დღე 31 ივლისია, თუმცა გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო წელს მისი აღნიშვნა გადაიდო.

„31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა. ამ დღეს წელს დაგვიანებით აღვნიშნავთ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქე 8 გმირი პროფესიონალი შეიწირა. დღეს, 15:00 საათზე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრის ეზოში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით გამართულ რეინჯერთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას გახსნის. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის, საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

წელს, ღონისძიების მთავარი თემაა - „110 წელია ვიცავთ საქართველოს ბუნებას". ღონისძიების ფარგლებში, დაცული ტერიტორიების რეინჯერებს სიტყვით მიმართავენ გერმანიის ელჩის მოადგილე ტანია ჰუტი, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებული (გუბერნატორი) ირაკლი შიოშვილი, კახეთის მხარის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა